აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა და 113 კაცი დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 3 631 შემთხვევა – 360 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 43 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,18%.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 4,27.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 253 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,04%

ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 335 კაცი

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 245 609 ტესტი, 24 382 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად