აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა და 106 კაცი დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 3 855 შემთხვევა – 383 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 46 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,19%.
ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 4,57.
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 399 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,23%.
ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 410 კაცი.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 259 155 ტესტი, 25 727 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად