აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა და 132 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 4 403 შემთხვევა – 437 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 52 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,18%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 5,16

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 78 კაცი გამოჯანმრთელდა

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 819 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 64,02%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 532 კაცი.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 276 338 ტესტი, 27 433 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად