აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა და 118 კაცი დაინფიცირდა

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 3 749 შემთხვევა – 372 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 44 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,17%.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 4,37.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 340 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,42%.

ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 365 კაცი.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 252 496 ტესტი, 25 066 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად