აზერბაიჯანში ბრალდებული სასამართლო დარბაზში მოკლეს

აზერბაიჯანში, ბალაკენის რაიონული სასამართლოს შენობაში 21 წლის მოქალაქის მკვლელობა მოხდა,-ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ბრალდებულს, მუჰამედ ილჰამ ოღლუ ჰანპარიევს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა მოკლეს.

მოქალაქე მრავლობითი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება განხზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად