აზერბაიჯანში, ბოლო კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 57კაცი გარდაიცვალა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 5-ით მეტი.

სულ, აზერბაიჯანში, 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 23 521 კაცს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მილიონი მოსახლეზე 2 335-ია.

განვლილ 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 2-ით ნაკლები.

სულ, 12 მარტიდან დღემდე, გარდაცვლილია 298 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,27%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 29,6.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 514 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 14 607 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,10%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 616 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 560 356 ტესტი – 55 628 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ბოლო კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში 3720 კაცი დაინფიცირდა, წინა კვირასთან შედარებით 191 კაცით ანუ 4,88%-ით ნაკლები 3911.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო კვირაში 48-დან 57 კაცამდე ანუ 18,75%-ით გაიზარდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად