აზერბაიჯანში, ბოლო 30 დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2,71-ჯერ გაიზარდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 11-ით ნაკლები.

სულ, აზერბაიჯანში, 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 24 041 კაცს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მილიონი მოსახლეზე 2 387-ია.

განვლილ 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 2-ით მეტი.

სულ, 12 მარტიდან დღემდე, გარდაცვლილია 306 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,27%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 30,3.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 486 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 15 093კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,78%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 642 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 568 234 ტესტი – 56 410 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ბოლო კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში 3717 კაცი დაინფიცირდა, წინა კვირასთან შედარებით 183 კაცით ანუ 4,88%-ით ნაკლები.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო კვირაში 52-დან 56 კაცამდე ანუ 18,75%-ით გაიზარდა.

ბოლო 30 დღის განმავლობაში, 13 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, კოვიდინფიცირების შემთხვევები აზერბაიჯანში 9218-დან 24 041-მდე ანუ 2,61-ჯერ გაიზარდა.

ევროპაში მხოლოდ 8 ქვეყანაა ისეთი, სადაც უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევები ორჯერ და მეტად გაიზარდა: მონტენეგრო, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სომხეთი

ბოლო 30 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა გაზრდილია 113-დან 306-მდე ანუ 2,71-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად