აზერბაიჯანმა სომხეთს 1 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი გადასცა

2021 წლის 26 ნოემბერს აზერბაიჯანმა სომხეთს სომხური წარმოშობის ორი პირი გადასცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აქედან 1 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირია.

აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც 2021 წლის 16 ნოემბერს მომხდარი პროვოკაციის შედეგად დააკავეს, სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია.

მეორე, სამოქალაქო პირი კი აღდამის რაიონში დააკავეს. ის დაიკარგა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდა.

კომენტარები
იტვირთება...