აზერბაიჯანმა და რუსეთმა ორ შეთანხმებას მოაწერა ხელი

აზერბაიჯანმა და რუსეთმა ორ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხრციელდა. დოკუმენტებს ხელი მოეწერა მეექვსე რუსულ-აზერბაიჯანული რეგიონალური ფორუმის ფარგლებში, რომელიც ეკატერინბურგში ტარდება, – აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს.

შეთანხმება ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას რუსულ "Особая экономическая зона Лотос"-სა და აზერბაიჯანულ "Матанат-А"-ს შორის. აგრეთვე, ხელი მოეწერა მეორე შეთანხმებას, საგარეო ვაჭრობის განვითარების საბჭოს, რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და აზერბაიჯანულ AZPROMO-ს შორის.

კომენტარები
იტვირთება...