აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

პირველ აგვისტოს დილის 03:45 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდაიენთან მდებარე პოზიციებიდან აზერბაიჯანულ არმიას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაკარგი აზერბაიჯანული არმიის წიგებში არ არის და მოწინააღმდეგე საპასუხო ცეცხლით იქნა მოგერიებული.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები
იტვირთება...