A1 ბანერი

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის მმართველის ცოლმა უნივერმაღ Harrods-ში 16 მილიონი ფუნტი დახარჯა

დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან მებრძოლმა ნაციონალურმა საგენტომ პირველად მოითხოვა საზღვარგარეთის მოქალაქისგან სიმდიდრის წყაროს შესახებ ინფორმაცია.

საუბარია აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი მმართველის ჯახანგირ ხაჯიევის მეუღლეზე, ზამირა ხაჯიევაზე, რომელიც, როგორც სასამართლოს დოკუმენტაცია ცხადყოფს, განცხრომით ცხოვრობდა და მხოლოდ ერთ უნივერმაღ Harrods-ში დაახლოებით 16 მილიონი ფუნტი დახარჯა. მანვე შეიძინა 20 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...