აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...