აზერბაიჯანის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ალი ასადოვი დაამტკიცეს

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ალი ასადოვი დაამტკიცა.

ასადოვი ამ პოსტზე ნოვრუზ მამედოვს ჩაანაცვლებს, რომელიც ხელისუფლებას სათავეში 2018 წლის აპრილიდან ედგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ეს არჩევანი წარმატებული იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის და ერისთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპიკერმა ოგტაი ასადოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად