აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელი: “მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ შემოდგომა-ზამთრის თვეებისთვის”

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 11-ით მეტი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 19 267 შემთხვევა – 1 913 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, 1-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ განმეორებული 29 ივნისის რეკორდული რაოდენობაა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 235 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,22%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 23,3.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 395 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 10 820 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 56,16%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 212 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 502 965 ტესტი – 49 931 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

შეგახსენებთ:

◘ კორონავირუსის გავრცელების პირველი დღეებიდანვე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა და აპრილის ბოლოსთვის ეპიდემიოლოგური სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო

◘ მაისის პირველი რიცხვებიდან აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეზღუდვების შერბილება დაიწყო და მაისის ბოლოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების მატება დაწყებული იყო, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი გააუქმა

◘ რბილმა პოლიტიკამ არ გაამართლა, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებმა მატება განაგრძო და ხელისუფლება იძულებული გახდა კვლავ განეახლებინა ადრე დაწესებული და ნაადრევად გაუქმებული შეზღუდვვები

◘ 21 ივნისიდან აზერბაიჯანის უმეტეს ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ამას ეპიდემიოლოგირი სიტუაციის გაუმჯობესება არ მოჰყოლია

◘ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არაერთგზის მოუწოდა მოსახლეობას დაეცვა საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული წესები, შეახსენა მას, რომ საწოლების რაოდენობა კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის 7000-ია და ხელისუფლების მცდელობა ახალი საწოლების შემატების მიმართულებით ქარწყლდება პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდით. “ბაქოში, სპეციალური რეჟიმის საავადმყოფოების დატვირთულობა ზოგიერთ დღეებში 85%-ს აღწევს”, ხოლო აზერბაიჯანის სასწრაფო სამედიცინი დახმარება შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს, – აცხადებდა აზერბაიჯანის “სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველო გაერთიანების” გამგეობის თავმჯდომარე რამინ ბაირამლი

◘ დღეს ბაქოში კვლავ დაიწყო ფუნქციონირება საკონტროლო გამშვებმა პუნქტებმა, რომლებიც იმ მოსაზრებით გააუქმეს 2 ივლისს, რომ გაზრდილიყო საკარანტინო რეჟიმის დაცვის შესრულებაზე კონტროლის განმხორციელებელი პატრულის რაოდენობა.

◘ ბოლო დღეებში დაფიქსირებული ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების მატების ფონზე აზერბაიჯანში მწვავე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ კარგა ხნით გაგრზელებას არ გამორიცხავენ

◘ დღეს, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, რამინ ბაირამლიმ განაცხადა, რომ “მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ შემოდგომა-ზამთრის თვეებისთვის”. მისი თქმით, ექსპერტები covid19-ის მაგვარი სხვადასხვა სახის რესპირატორული დაავადებების შესახებ ცოდნის მიღების რეკომენდაციებს იძლევიან.

თუ შემოდგომის თვებისთვის covid19-თან ბრძოლაში პროგრესი არ იქნება მიღწეული, დაავადების დიფერენცირებული დიაგნოსტიკა შეიძლება ბევრად უფრო გართულდეს და სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა გაიზარდოს, – განაცხადა რამინ ბაირამლიმ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად