აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საკარანტინო რეჟიმი 2 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

ორშაბათს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია კორონავირუსული პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის 2 ნოემბრამდე გაგრძელების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების თავიდან ასაცილებლად, გაგრძელდება სპეციალური საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 2020 წლის 2 ნოემბრის 06:00 საათამდე”, – ნათქვამია რეზოლუციაში.
მანამდე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების პერიოდი დაწესებული იყო 30 სექტემბრამდე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად