აზერბაიჯანის ჯარი ქალაქ შუშას მიუახლოვდა

ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ არუთინიანი თავის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

არაიკ არუთინიანი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის ჯარი შუშადან სულ რამდენიმე, მაქსიმუმ 5 კმ-ის დაშორებით იმყოფება და ქალაქის ასაღებად ემზადება.

“როგორც ამბობენ: ვინც შუშას ფლობს, ის ფლობს ყარაბაღს”, – აცხადებს არუთინიანი.

მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, ოღონდ სიტუაციის ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნებისთვის შუშის დასაცავად ხელისუფლების და რიგითი მოქალაქეების ერთიანობააა საჭირო, – ამბობს არუთინიანი.

ქალაქი შუშა ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 11 კმ-ით არის დაშორებული. გარდა ამისა, სტეფანაკერტი სომხეთს მასზე გამავალი გზით უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად