აზერბაიჯანის და სომხეთის ჯარების შეტაკების შედეგად დაღუპულია 2 და დაჭრილია 5 სამხედრო მოსამსახურე

აზერბაიჯანის და სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები სამხედროთა შორის შეტაკების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ტავუშის მიმართულებით, სომხეთის სამხედრო ძალებმა არტილერიის დახმარებით სცადეს მათ პოზიციებზე იერიშის მიტანა, მაგრამ დროულად მიღებული ზომების შემდეგ აზერბაიჯანმა მოწინააღმდეგეს ზარალი მიაყენა და აიძულა იგი უკან დაეხია.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ შეტევის მოგერიებისას დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ 12:00 საათზე UAZ-ის მარკის ავტომობილით სცადა საზღვრის დარღვევა. სომხური მხარის მიერ გაფრთხილების შემდეგ აზებაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიატოვეს ავტომობილი და დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანმა არტილერიის დახმარებით სცადა სომეხი ჯარისკაცების საყრდენი პუნქტის ხელში ჩაგდება. სომხური მხარე აცხადებს, რომ საპასუხო ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანმა ცოცხალი ძალის დანაკარგი განიცადა და უკან დაიხია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად