აზერბაიჯანი თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას

NULL

„SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას.

აზერბაიჯანული ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, „სოკარის“ დირექტორი ამ განცხადებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული გაზის რაოდენობა, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული რაოდენობა, საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს.

გამოცემა წერს, რომ ადრე ვიცე-პრემიერმა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები იმ მოტივით ახსნა, რომ რუსული კონცერნი საქართველოს გავლით, სომხეთში გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას აპირებს, რაც ავტომატურად გაზრდიდა ტრანზიტის საფასურს, რასაც მოსკოვი ბუნებრივი აირით გადაიხდიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...