აზერბაიჯანი, კოვიდინფიცირების შემთხვევების ბოლო 30 დღის ზრდის ტემპით, ევროპაში მეორე ადგილზეა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 9-ით მეტი.

სულ, აზერბაიჯანში, 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 24 570 კაცს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მილიონი მოსახლეზე 2 439-ია.

განვლილ 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 1-ით ნაკლები.

სულ, 12 მარტიდან დღემდე, გარდაცვლილია 313 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,27%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 31,1.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 547 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 15 640 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 63,65%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 617 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 576 249 ტესტი – 57 206 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ბოლო კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში 3717 კაცი დაინფიცირდა, წინა კვირასთან შედარებით 183 კაცით ანუ 4,88%-ით ნაკლები.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო კვირაში 52-დან 56 კაცამდე ანუ 18,75%-ით გაიზარდა.

ბოლო 30 დღის განმავლობაში, 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, კოვიდინფიცირების შემთხვევები აზერბაიჯანში 9570-დან 24 570-მდე ანუ 2,57-ჯერ გაიზარდა.

ევროპაში მხოლოდ 8 ქვეყანაა ისეთი, სადაც უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევები ორჯერ და მეტად გაიზარდა: მონტენეგრო, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სომხეთი

ბოლო 30 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა გაზრდილია 115-დან 313-მდე ანუ 2,72-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად