აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი არმია ქალაქ ფიზულის განთავისუფლებისთვის იბრძვის

29 სექტემბერს, დილიდან, გრძელდება აზერბაიჯანის არმიის შეტევა ქალაქ ფიზულის განთავისუფლებისთვის, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

“დილის 07.00-დან 08.00 საათამდე ჩვენი გმირი ჯარისკაცების მიერ განადგურდა სომხური ჯარის კიდევ ოთხი ტანკი ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ივლისში გამწვავდა. ქვეყნებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

27 სექტემბერს დილით, საომარი მოქმედებები განახლდა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. ბაქომ განაცხადა სომხეთის მხრიდან ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი დაბომბვის შესახებ, ერევანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა პირველმა დაბომბა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე მეტი ასაკის პირთა საერთო მობილიზაცია. საომარი მდგომარეობა აგრეთვე გამოცხადებულია სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად