“აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა” მარნეულში მცოხვრებ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ დახმარება საკვები პროდუქტების სახით.

საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფათ გადაეცა მარნეულის მერიას.  მოგახსენებთ, რომ COVİD-19-ს პანტემიად გამოცხადების, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქმედი მკაცრი საკარანტინო რეჯიმი მოწყლად, გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად იმოქმედა, დაამძიმა მათი ყოფა-ცხოვრება. აქედან გამომდინარე საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას.

დახმარების მიზნით მარნეულის მერიისთვის გადაცემულ 250 შეკვრაში შემდეგი დასახელების პროდუქტებია: ფქვილი;  ბრინჯი; მაკარონი; ვერმიშელი; წიწიბურა; შაქრის ფხვნილი; შაქარი; ზეთი; მარილი; ჩაი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად