აზერბაიჯანელი მესაზღვრე სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა

ამის შესახებ აზერბაიჯანული პრესა წერს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გუშინ, საღამოს 19:10 საათზე, ყაზახის რაიონის სოფელ ქუშჩუ-აირიმთან, საბრძოლო პოსტზე მყოფი მესაზღვრე ორხან ნაზიმ ოღლი ფაშაზადე სომეხი სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით დაიჭრა.

მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ყაზახის რაიონის დიაგნოსტიკურ ცენტრში, ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

“პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დამცველი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაზე ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღანელობას” – ნათქვამია აზრბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხური მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალების ქვედანაყოფები ტავუშის ოლქში კვლავ ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს.

“უკვე რამდენიმე დღეა, რაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მსხვილი კალიბრის ტყვიამფქვრევებიდან აწარმოებენ სროლებს. როგორ წესი, სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების ქვედანაყოფები მოთმინებას იჩენენ, მაგრამ გამიზნული სროლები უპასუხოდ არ რჩება. მთელი პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციებზე და მათ ყველა შედეგზე დაეკისრება აზერბაიჯანულ მხარეს”, – წერს არწრუნ ჰოვჰანნისიანი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად