აზერ სულეიმანოვი: მარნეულში 90-იან წლები დაბრუნდა – ბოლო დღეებში სახლი სამჯერ გამიძარცვეს

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, აზერ სულეიმანოვის სახლი გაძარცვეს.

აზერ სულეიმანოვი მის ბინაში ძარცვის გახშირებულ მცდელობებს თავის საქმიანობას და მარტში დანიშნულ სასამართლო პროცესსაც უკავშირებს. და “ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი სახლის ძარცვა ბოლო დღეებში სამჯერ მოხდა.

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, აზერ სულეიმანოვის სახლი გაძარცვეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მესამედ მოხდა ჩემს ოჯახში შემოჭრა, გუშინწინ, გუშინ და დღეს. დღეს დილის საათებში, ჩემს ეზოში, ვხედავ ვიღაცა არის, დავურეკე პოლიციას, მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში დაბრუნდა 90-იანი წლები. მოპარულია ძველი ნივთები. ამ ქუჩაზე უკვე მესამე ფაქტი მოხდა ამ კვირაში, არის სამეზობლოში სხვა ფაქტები. უშუალოდ მარნეულში დაბრუნებული ვართ 90-იან წლებში. 3 მარტს ჩემი სასამართლო პროცესია რუსთავში, შეიძლება ამასთან დაკავშირებით, ვიღაცას ჩემი პოროვოცირება სურდა” – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

“აიპრესის” ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით არის აღძრული, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...