აზებაიჯანთან, 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი”, ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები. გადაადგილება ნებადართული მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვებით.

ნებართვის მისაღებად მსურველმა პირებმა SMS-ს შეტყობინება უნდა გააგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–ს შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად