Axios: დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა შესაძლოა მარტში, ფლორიდაში შედგეს

ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა ფლორიდის სამხრეთით შედგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Axios-ი თეთრ სახლში ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლები არაოფიციალურად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ლიდერების სამიტი ფლორიდაში გაიმართოს.

თუმცა, ორივე წყარო ასევე დასძენს, რომ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ განსაზღვრული არ არის. სამიტის შედეგების მიხედვით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის შესაძლოა სავაჭრო ომი დასრულდეს.

ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში შედგება.

იანვრის დასაწყისში სააგენტო „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი მზად არის, ჩინეთთან სავაჭრო საკითხზე დიალოგი დაიწყოს. სააგენტოს ცნობით, ამერიკის ლიდერი ამერიკულ ბაზრებზე სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...