ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავში 9 წლის ბავშვი დაშავდა

„აიპრესის“ ინფორმაციით ბიჭი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. „აიპრესი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...