ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ კონდოლში ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ორი ადამიანი დაშავდა.

დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

,,აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები და ქალა- ტვინის ტრავმა, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მდგომარეობა არა აქვთ, უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები”.- განაცხადა ექიმმა მაია მრელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად