ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლს ა. ჩ. სამსახურეობრივი მოვალეობის ესრულების დროს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, “გმოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება”.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.