ავტოსაგზაო შემთხვევა წნორში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევას წნორში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი კი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად