ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავდა ერთი ქვეითი და დაზიანდა 3 ავტომობილი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქე დაშავდა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით ქვეითი საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდა, რის გამოც მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა და 3 ავტომობილი დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებულია თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაყავდა.

როგორც შსს-ში ,,აიპრესს” განუცხადეს გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...