ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში – გარდაიცვალა ერთი, არიან დაშავებულებიც

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები “აიპრესთან” ყვებიან, არიან დაშავებულებიც. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც შსს-ში “აიპრესს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა სამი ადამიანი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად