ავტომბრბოლელი ალექსანდრ პერონი 5,5 მ-ის სიმაღლეზე ავარდა და 20 მეტრამდე “იფრინა” (ვიდეო)

იტალიის ქალაქ მონცას სპეციალურ ავტოტრეკზე ფორმულა 3-ის მე-7 ეტაპის რბოლის მონაწილე ავსტრალიელი ალექსანდრ პერონი საშინელი ავარიის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა.

რბოლის დამთავრებამდე რამდენიმე წრე რჩებოდათ გასავლელი მონაწილეებს, როდესაც ესპანური ” Campos Racing”-ის გუნდის ავსტრალიელ მრბოლელ ალექსანდრ პერონის ბოლიდი ტრასიდან “პარაბოლიკში” შესული ბოლიდი მრბოლელების მიერ ფართო წრის უპირატესობის გამოყენების შესაზღუდავად დაყენებულ ბორდიურს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ბოლიდი ჰაერში დაახლოებიზთ 5,5 მ-ის სიმაღლეზე ავარდა წინ 20 მეტრამდე “იფრინა” და ტრასის შემომსაზღვრელ ავტოსაბურავებისგან აგებულ კედელზე დაენარცხა.

ავარიამ იმდენად იმოქმედა ოპერატორებზე, რომ მათ კამერები მოარიდეს პერონის ბოლიდს და მხოლოდ მაშინ მიმართეს მისკენ კამერები, როდესაც ის დამოუკიდებლად გადმოვიდა ბოლიდიდან და გაემართა სასწრაფო დახმარების მანქანისკენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად