ავტოლიზინგით ნაყიდი მანქანის გაყიდვით უკანონოდ მიღებული თანხის გამო ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ო.ა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა.

მოგვიანებით, ო.ა.-მ ავტომანქანა 2200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას აჭარის შსს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად