ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრძალა

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრძალება-ამის შესახებ თბილისი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში არ იქნება ჩართული კონდიციონერი და აუცილებელი იქნება, რომ ღია იყოს ფანჯრები.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში არ იქნება ჩართული კონდიციონერი და აუცილებელი იქნება, რომ ღია იყოს ფანჯრები. მისივე თქმით, “მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ჰაერი ისედაც ნიავდება”

” უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული კონდიცირება. ფანჯრები ღია რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს ჰაერი. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ჰაერი ისედაც ნიავდება”-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მეტროპოლიტენი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 30 მარტიდან გაჩერებული იყო. 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

29 მაისიდან, კი გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად