ავტოავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

ბათუმი-ჩაქვის საგზაო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი მესამე დღეა მართვით სუნთქვაზეა. ავარიის შემდეგ ის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

ექიმების განცხადებით, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
9 აგვისტოს ბათუმი-ჩაქვის საგზაო მონაკვეთზე მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანის. გარდაცვლილები, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ სწრაფად მიმავალი მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ახლობლების თქმით, ბაბუას აცილებდნენ.
მანქანის მძღოლი დაკავებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად