ავტოავარიას ბათუმში 28 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

როგორც ტელეკომპანია იუწყება:  ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში 28 წლის ქალს მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ახალგაზრდა ქალი უგონო მდგომარეობაში მრავლობითი მოტეხილობით, მათ შორის ქალა ფუძის მოტეხილობით დახვდა. დაშავებულს ადგილზე გაეწია პირველი დახმარება და გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად