A1 ბანერი

ავთო სუდაძე “ნაციონალებს”: ჯოხებს რომ არჭობთ ორმოებში, ჯობდა ასფალტი ჩაგეგოთ

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთო სუდაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ორმოებში ჯოხების ჩარჭობის ნაცვლად, ჯობდა მათ ასფალტი ნორმალურად "ჩაეგოთ". აღნიშნული განცხადება მან "რუსთავი 2"-ის ეთერით განაცხადა.

როგორც სუდაძემ აღნიშნა, დღეს ორმოები ქალაქში იმის გამოა, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ორმოებს ტალახით ავსებდნენ.

"რაღაც ორმოები ქალაქში არის იმიტომ, რომ ფასადურად კეთდებოდა, ფაქტიურად წინა წელს არც კი გაკეთებულა სამუშაოები.

როდესაც ჩვენ მოვედით, დავიწყეთ ამ სამუშაოების განხორციელება. იმიტომ რომ ტალახს ყრიდით ორმოებში, ახლა რომ ჯოხებს არჭობთ ორმოებში, მაგას ჯობდა რომ ასფალტი ნორმალურად ჩაგეგოთ. ქალაქში არ იქნებოდა ამდენი ორმო.

მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ფასდება სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოები. მე მივუტანე საკრებულოს წევრებს მასალები, სადაც შარშანდელთან და შარშანდელის წინანდელთან ორჯერ მეტი სამუშაოები გვაქვს განხორციელებული ორჯერ ნალკებ ფასში",-განაცხადა ავთო სუდაძემ.

ამასთან, სუდაძის განცხადებით, 2015 წლის დასაწყისიდან 44 გზა კაპიტალურად შეკეთდა, 8 გზის შეკეთება ამ დროისთვის მიმდინარეობს და წლის ბოლომდე კიდევ 50 ქუჩა კაპიტალურად შეკეთდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...