ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის გამო, “TBC-ის საქმის” განხილვა სასამართლოში განუსაზვრელი ვადით გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ლელოს” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ავთანდილ წერეთლის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველძე მიიღო.

ბიზნესმენი ადღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ გამოცხადდა.
როდის ჩატარდება მორიგი სხდომა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად