ავთანდილ თალაკვაძე: კლინიკებში 13 პაციენტი რჩება

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება. აღნიშნულის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. ინფორამციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. მათგან ერთი, შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში ჩაიხსნას. დღის ბოლომდე კი, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...