ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყრილობაზე ჩვენი პრობლემების მოსმენა არავინ ისურვა

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის დატოვების შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრის, ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, ყრილობაზე მათი პრობლემების მოსმენა არავინ ისურვა.
 

"დავით ქევხიშვილს გრძელი სია აქვს მოტანილი, თუ რა გაუკეთებია და ამაზე ლაპარაკობს. ჩვენ პრობლემატურ საკითხებზე პასუხი არ მიგვიღია. სია ჰქონდა მოტანილო და ამაზე ლაპარაკობდა. ჩვენი მოსმენა კი არავინ ისურვა", – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით, უყვირეს კიდეც, რის შემდეგაც ნაკრების წევრებმა სხდომა დატოვეს.

შეგახსებთ, დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით რიგგარეშე ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურულია.

ცნობისთვის, დღეს მიმდინარე ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ნაკრების წევრებიდან მხოლოდ 4 სპორტსმენი შეუშვეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად