ვლადიკავკაზში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირზე “ალანები-2018” 74 კგ წონით კატეგორიიის ფინალში ავთანდილ კენჭაძე ტიმურ ბიჩოევს ხვდებოდა.
ფინალურ შეხვედრაში მეტოქეებმა ერთმანეთს ილეთის ჩატარების შანსი არ მისცეს და მსაჯებმა ბიჭოევი ერთხელ, უფრო აქტიური კენჭაძე კი ორჯერ გააფრთხილეს. შეხვედრის დასრულებამდე 3,7 წამით ადრე ავთომ შეძლო მეტოქის ხალიჩიდან გაყვანა და მსაჯებმა მას ქულა მისცეს. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა… მცირე ხნის თათბირის შემდეგ მსაჯებმა დააკმაყოფილეს ბიჭოევის მწვრთნელის პროტესტი და კენჭაძეს ქულა გააუქმეს.
74 კგ წონაში გამარჯვების ფავორიტი ავთანდილ კენჭაძე
მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა და ამაში მასპინძლების დამსახურება უდავოა.