ავთანდილ კენჭაძე მედლებისთვის მებრძოლ სამ ქართველ მოჭიდავეს შეუერთდა (ვიდეო)

რომში, მატეო პელიკონეს სახელობის ოლიმპიური ცენტრის საჭიდაო ხალიჩებზე, დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა.

გუშინ 57-65-70-79-97კგ წონით კატეგორიებში შეჯიბრების და 61-74-86-92-125 კგ კატეგორიაში წინასწარი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში ელიზბარ ოდიკაძის ბრინჯაოს მედალი, მირზა სხულუხიას მიერ მოპოვებული მე-5 ადგილი, გუნდურ ჩათვლაში 25 ქულით მე-10 ადგილი და ბექა ლომთაძის და გენო პეტრიაშვილის ფინალში გასვლა და ირაკლი მწითურის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლების მოპოვება იყო.

დღეს, 74კგ წონითი კატეგორიის რეპეშაჟის ფინალურ შეხვედრაში ავთანდილ კენჭაძემ ესპანელი ჯონათან ალვარეს დიასი აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელ მიროსლავ კიროვთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე გავიდა რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდების შემდეგ, პირად ჩათვლაში კი ბექა ლომთაძემ და გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის, ხოლო ავთანდილ და ნიკა კენჭაძეებმა, ირაკლი მწითურმა და ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად