ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი: თეთრპერანგიანი პირი დადგენილია და ის “კაწრო” არ არის

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ. მისი დაცვის ქვეშ მყოფის 4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა მედიასთან. მისი თქმით, ავთანდილ ბილანიშვილის რაიმე სახის კავშირი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან არ არსებობს.

მან მედიას მოუწოდა თავი შეიკავოს დამაზიანებელი და ცრუ ინფორმაციების გამოქვეყნებისგან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.

თამარ აბესაძემ ასევე განაცხადა რომ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა გამოძიებამ დაადგინა და ის დაიკითხება. საუბარია პირზე, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ავთანდილ ბილანიშვილად მოიხსენია.

“არ შეიძლება ასე, ყველას ოჯახი ჰყავს და არ შეიძლება ყველაფერში გარიოთ ისე, რომ არ დააზუსტოთ ინფორმაცია. მთავარი არხი ხომ იძახდა რომ თეთრპერანგიანი არის “კაწრო”, მე გპასუხობთ, რომ ეს არის სიცრუე! ავთანდილ ბილანიშვილმა წარადგინა თავისი ალიბი” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “კაწრო” გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად