ავთანდილ ბერიძე: ვვარაუდობ, ახალი უმაღლესი საბჭო 15-დან 20 ნოემბრამდე შეიკრიბება

ავთანდილ ბერიძე ვარაუდობს, რომ ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო, 15-დან 20 ნოემბრამდე შეიკრიბება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უსკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.

„ჩემი ვარაუდით, ახალი უმაღლესი საბჭო 15-დან 20 ნოემბრამდე შეიკრიბება თუ რაიმე ტექნიკური პრობლემები არ წარმოიქმნა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ თეორიულად, როგორც უსკომ განმარტა, მას 19 ნოემბრამდე აქვს შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების ვადა. თუკი ბევრი არ იქნება შენიშვნები და სასამართლო განხილვები, ისინი, შესაძლებელია, ადრეც მორჩნენ ამ საქმეს. თუ არადა, საბოლოო თარიღი მაინც 19 ნოემბერია კანონის შესაბამისად“,-განმარტავს ბერიძე.

ბერიძის განმარტებით, ამის შემდეგ ორი დღეა მოცემული იმისათვის, რომ აჭარის ახლდარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრებს დროებითი მოწმობები გადაეცეთ, იქამდე კი, ნარკოლოგიური შემოწმება უნდა ჩაიტარონ.

„ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს პირველ სხდომას, საამისოდ მას გამოყოფილი აქვს დრო არაუგვიანეს 8 დეკემბრისა, ჩემი აზრით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს ამის უფლებას კანონი ანიჭებს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში“,-აცხადებს, ავთანდილ ბერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად