ავთანდილ კენჭაძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

პირველი ქართველი, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ავთანდილ კენჭაძეა (74კგ), რომელმაც ნახევარფინალში თურქი დემიტრასი ტექნიკური ანგარიშით – 1:8 დაამარცხა და ფინალში, ხვალ რუს ზაურბეკ სადიკოვს დაუპირისპრიდება.

ბექა ლომთაძემ მშრალზე დათმო შეხვედრა რუს რაშიდოვთან და ხვალ, ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ფინალში გასასვლელად იჭიდავებს სულ მალე გენო პეტრიაშვილიც (125 კგ), რომლის მეტოქეს ნახევარფინალში ირანელია.

 

ბექა ლომთაძე ტექნიკური ანგარიშით – 10:0 დამარცხდა რუს რაშიდოვთან და ბრინჯაოს მედლსთვის იჭიდავებს.

 

ფოტო: ანა კახაბრიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად