ავსტრიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის პარტიამ გაიმარჯვა

ავსტრიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა, რომელსაც ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. უწყების ცნობით, მან ხმების 38.4% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ხმების 21.5% აქვს.

იგი წინ უსწრებს ავსტრიის თავისუფლების პარტიას, რომელმაც ადრე კურცის მომხრეებთან ერთად, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა. ამ უკანასკნელს ხმების 17.3% აქვს, რაც საშუალებას აძლევს, პარლამენტში 30-ზე მეტი ადგილი მიიღოს.

ასევე პარლამენტში არიან მწვანეთა (12%) და ახალი ავსტრიის მემარჯვენე ლიბერალური პარტია, რომელსაც 7% აქვს.

სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ ერთ რეგიონში გაიმარჯვეს: ვენაში ისინი 4% -ით უსწრებდნენ კურცს. ტიროლში და შტრიში ავსტრიის თავისუფლების პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა.

წინასწარი შედეგები ზოგადად ეგზიტპოლის მონაცემებს ემთხვევა, რაც ასევე სებატიან კურცის პარტიის გამარჯვებას და სოციალ-დემოკრატების სერიოზულ ჩამორჩენას მოწმობს.

არჩევნების მონაწილეებს ჯერ განცხადებები არ გაუკეთებიათ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. მანამდე, ავსტრიის თავისუფლების პარტიამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, სებასტიან კურცთან ერთად იმუშაონ, მათ შორის, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის შემოსვლის თავიდან ასაცილებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად