ავსტრიის თავდაცვის მინისტრს კლაუდია ტანერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტო APA იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვირას ტანერმა გაიარა ტესტი კორონავირუსის ინფექციაზე, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. ამავე დროს, მდივანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს უფროსი თავს კარგად გრძნობს. ტანერი გააგრძელებს მუშაობას სახლიდან.
ოქტომბერში კორონავირუსი ასევე დაადასტურა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრ შალენბერგს. ვირუსით გამოწვეული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. როგორც APA-მ აღნიშნა, შალენბერგი მოვალეობის შესრულებას უკვე დაუბრუნდა.