ავსტრიის პრეზიდენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირს, როგორც კოლონიებს, ისე ექცევა

“აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც გაერთიანებაში არიან, როგორც კოლონიებს, ისე ექცევა”, – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება რუსული მილსადენის “ჩრდილოეთ ნაკადი-2” მშენებლობას, აგრეთვე ირანის ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-მა, ტრამპის გადაწყვტილებით 2018 წლის მაისში დატოვა.

ვან დერ ბელენმა აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკავშირის დასუსტებას რუსეთიც ელის. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უფრო თავდაჯერებული იქნება საერთაშორისო არენაზე, ვინაიდან მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკიდან ერთ-ერთია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...