ავსტრიის ხელისუფლებამ დე ფაქტო სამხფრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს სემინარში მონაწილეობაზე უარი უთხრა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის რეგიონალური სტაბილურობის მე -20 სემინარში მონაწილეობაზე უარი უთხრეს, რომელიც ავსტრიაში 7-10 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაცია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემია, თავდაცვის აკადემიისა და უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი- “პარტნიორობა მშვიდობისთვის”, ასევე კონსორციუმი და ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი.

სემინარზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილებოდა, ასევე დაგეგმილი იყო მედოევის მოხსენება თემაზე- “სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალობები”.

“6 ნოემბერს, ღონისძიების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სემინარის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ “უსაფრთხოების საკითხების გამო, კვლევითი ჯგუფის” რეგიონალური სტაბილურობა სამხრეთ-ევროპაში სიმპოზიუმში მინისტრის მონაწილეობა შეუძლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

”სამხრეთ ოსეთი კარგად იცნობს ჯგუფის “რეგიონალური სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში” დასკვნებს, რომლებიც ძალიან სასარგებლო ინფორმაციას ფლობენ. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ ამ სემინარში, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ოსეთი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს”,- აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი განმარტებით, “მრავალი წელია საქართველო უპრეცედენტო ძალისხმევას იყენებს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის ბლოკირება მოახდინოს და ფართო საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი შეხედულება მიაწოდოს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად