ავსტრიის კანცლერი: ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმა საშინელი ტერაქტია

ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგაში თავდასხმა “საშინელი ტერაქტია”, – წერს ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი თავის Twitter-ზე.

“ჩვენი პოლიცია გადამწყვეტ ზომებს მიიღებს ამ შემზარავი ტერაქტის პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ”, – თქვა კურცმა.

კანცლერის თქმით, პოლიციამ ახლა “სრულად უნდა გაამახვილოს ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე“. ამ მიზნით, ავსტრიის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ვენაში არსებული ობიექტების დაცვაში მონაწილეობას, რასაც ადრე პოლიცია ახორციელებდა.

მანამდე ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ასევე, ტერაქტი უწოდა ვენის ცენტრში მომხდარ თავდასხმას.

ანალიტიკურმა პორტალმა SITE Intelligence Group, რომელიც აკონტროლებს ჯიჰადისტების საქმიანობას ინტერნეტში, განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა აიღეს ვენაში განხორციელებულ თავდასხმაზე.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთის ძებნა კი კვლავ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად